1740245734
მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ჯო უილსონის გამოსვლაზე: აბსოლუტურად აბსურდულია ეს განაცხადი და არ იყო მხარდაჭერილი 70-დან არც ერთი გამომსვლელის მხრიდან

აბსოლუტურად აბსურდულია ეს განაცხადი და არ იყო მხარდაჭერილი 70-დან არც ერთი გამომსვლელის მხრიდან, - განუცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა მაია ბითაძემ „ქრონიკას“. იგი ამგვარად გამოეხმურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე კონგრესმენ ჯო უილსონის გამოსვლას, რომლის დროსაც უილსონმა კოლეგებს მოუწოდა, მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთოს დასკვნით შეფასებაში საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ არ არსებობს არც ერთი ჩანაწერი, რომელიც შეიძლება, საფუძვლად დაედოს განმეორებით არჩევნებს
„აბსოლუტურად აბსურდულია ეს განაცხადი და არ იყო მხარდაჭერილი 70-დან არც ერთი გამომსვლელის მხრიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ განხილვებში. კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ეს ნარატივი ნაკარნახევია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დღენიადაგ ცდილობას იმას, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს და საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვნახავთ ვერანაირ ჩანაწერს ეუთოს დასკვნით შეფასებაში ჩვენი არჩევნებისა, რომელიც შეიძლება, საფუძვლად დაედოს განმეორებით არჩევნებს”, - განაცხადა მაია ბითაძემ.