1757602071
მაია ბითაძე: ჩვენი მოლოდინი გამართლდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც ძალიან სასიხარულოა იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი აქტის მიღება დააზიანებდა საქართველოს მოსახლეობის ნდობას

გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.
დეპუტატის თქმით, ამგვარი აქტის მიღება დააზიანებდა საქართველოს მოსახლეობის ნდობას ამერიკის და იმ ღირებულებების მიმართ, რაზედაც ეს სახელმწიფოა აგებული.
„განსაკუთრებით, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მათ შორის, ევროპარლამენტში იმ პოლიტიკოსთა რაოდენობა იმატებს, რომლებიც კარგად ხედავენ, თუ რა უსამართლო პოლიტიკას ახორციელებს ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.
შესაბამისად, გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც ძალიან სასიხარულოა იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი აქტის მიღება საბოლოო ჯამში დააზიანებდა საქართველოს მოსახლეობის ნდობას ამერიკის შეერთებული შტატებისადმი და იმ ღირებულებებისადმი, რაზედაც ეს სახელმწიფოა აგებული. შესაბამისად, საბედნიეროდ ლოგიკურად დასრულდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის „მეგობარი აქტის“ ისტორია, რაზეც პიარკამპანია ჰქონდათ აგებული იმ მავნებლებს, რომლებიც დღეს რადიკალებიდან ფაშისტებად მოგვევლინენ. რაც მოხდა, კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომი სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.