სიმსივნის 7 ადრეული სიმპტომი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
1793044620
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, პარლამენტის წევრებთან ანტონ ობოლაშვილთან და გოგი მეშველიანთან, ასევე მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სფეროში არსებულ საკითხებზე, ასევე კონსულტაციები გაიმართა ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე მოსაკრებლის ოდენობის ზრდასთან დაკავშირებით.
პარლამენტის წევრებმა მოისმინეს ბიზნესის წარმომადგენელთა მოსაზრებები და შეხედულებები, რაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადასახადები მუნიციპალური განვითარებისათვის, რამდენადაც მოსაკრებლის სახით არსებული გადასახადი მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტს ერიცხება, რაც თავის მხრივ, მუნიციპალიტეტების შემოსავალს ზრდის და მის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.