მაჩვენეთ ერთი წინადადება ეუთოს შუალედურ დასკვნაში ან სხვა შეფასებაში, სადაც წერია, რომ არჩევნები აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარულობის, საყოველთაობის და სხვა ფუნდამენტურ პრინციპებს - ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

ეუთო/ოდირის დასკვნასა და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე პოლიტიკური დისკუსია გრძელდება. "ქართული ოცნებისთვის" ისევ აქტუალურია კითხვა რატომ არ ელოდება ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში მოსახლეობას ფართო არჩევანის საშუალებას სთავაზობდა, სადაც კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება.

ოპოზიციური პარტიები ამ შეფასებას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია.

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია არ აღიარებს.

"ფაქტები არის ის, რაც დევს ხელის გულზე. დღეს, ამ ხელისუფლებას არ აღიარებს მსოფლიოს არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია, როგორც სამართლიანს. მაჩვენეთ ერთი წინადადება ეუთოს შუალედურ დასკვნაში, ან რომელიმე სხვა შეფასებაში, სადაც წერია, რომ არჩევნები აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარულობის, საყოველთაობის და სხვა ფუნდამენტურ პრინციპებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.