-15 ქულა და ფულადი ჯარიმა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1757611639
ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ეუთო/ოდირისგან უარი და შემდეგ დასაბუთება, თითქოს ვერ აკომპლექტებდნენ დამკვირვებლებს, მხოლოდ საბაბია. გვახსოვს საქართველოს შემთხვევა, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ერთ თვეში მოახერხეს დაკომპლექტება. ანალოგიური ვითარებაა ახლა ჩეხეთშიც, სადაც იგივე ვადაში ხდება დაკომპლექტება. ეს შეიძლება რამდენიმე დღეც კი ეყოს, შესაძლოა ერთი კვირა - მაგრამ მაინც ახერხებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა ეუთო/ოდირის უარზე თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებაზე საუბრისას.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ერთის მხრივ, არ სურთ რეპუტაციის დაზიანება არასწორი დასკვნით, ხოლო მეორეს მხრივ, რეალური ანგარიშის გამოქვეყნების შემთხვევაში კვლავ დაფიქსირდება, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, რასაც მძიმე პოლიტიკური წნეხი მოჰყვება.
„ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ეუთო/ოდირისგან უარი და შემდეგ დასაბუთება, თითქოს ვერ აკომპლექტებდნენ დამკვირვებლებს, მხოლოდ საბაბია. გვახსოვს საქართველოს შემთხვევა, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ერთ თვეში მოახერხეს დაკომპლექტება. ანალოგიური ვითარებაა ახლა ჩეხეთშიც, სადაც იგივე ვადაში ხდება დაკომპლექტება. ეს შეიძლება რამდენიმე დღეც კი ეყოს, შესაძლოა ერთი კვირა - მაგრამ მაინც ახერხებენ. შესაბამისად, ყველაფერი მხოლოდ საბაბია, რადგან ეუთო/ოდირზე განხორციელდა არნახული წნეხი მას შემდეგ, რაც მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნეს.
ამ ანგარიშში ასახეს ჩვენი ამომრჩევლის ნება, აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ ძალიან მაღალ დონეზე წარმართა ადმინისტრირება და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამის შემდეგ ეუთო/ოდირი ბულინგის ობიექტად იქცა და ბუნებრივია, მათ აღარ სურთ ამ ყველაფრის გამეორება. ერთი მხრივ, არ უნდათ, რომ რეპუტაცია დაუზიანდეთ და დაწერონ არასწორი დასკვნა, ხოლო მეორე მხრივ, თუ დაწერენ რეალურ დასკვნას, კვლავ დაფიქსირდება, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. მათ კარგად იციან, ამას როგორი ბულინგი მოჰყვება ევრობიუროკრატების მხრიდან და სწორედ ამიტომ ერიდებიან ყველაფერს. ეს კი მხოლოდ საბაბია მათი მხრიდან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.