ლევან ნიკოლეიშვილი: ზელენსკი ცდილობს, გარკვეული პოლიტიკური თავშესაფარი იპოვოს, რომ რამენაირად თავი გადაირჩინოს

ლევან ნიკოლეიშვილი

ზელენსკის ნებისმიერი განცხადება სერიოზულობას არ წარმოადგენს. ზელენსკი ცდილობს, რომ გარკვეული პოლიტიკური თავშესაფარი იპოვოს, რამენაირად თავი გადაირჩინოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.

„ვხედავთ, რომ ზელენსკის არ ერიდება არც ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას, ასევე კრიტიკულია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის უფრო მეტს მოელოდა, მაგრამ ნაკლები მიიღო როგორც ფინანსურად, ასევე შეიარაღების კუთხით. ყველას ახსოვს, რომ თვითონ ზელენსკი იყო ერთ-ერთი ჩამშლელი სამშვიდობო პროცესების მას მერე, რაც კი ომი მიმდინარეობს.

თუმცა, ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია და მისი რაღაც სიტყვების გათვალისწინება მოხდება, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ზელენსკი ამ შემთხვევაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით არ არის გადამწყვეტი ფიგურა“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

უკრაინის პრეზდენტი ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.