„გთხოვთ, გაითვალისწინოთ სერვისებით სარგებლობისას“ - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
1756223680
ჩემი მოლოდინია, რომ კომისიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, არა მთლიანად ევროკავშირმა, გააკეთოს მანიპულაციური განცხადებები, რომ ისინი აპირებენ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას. დადგება 20 ოქტომბერი და მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მაგრამ მუნიციპალური არჩევნებისთვის ეს უკვე საკმარისია. ალიაქოთის შექმნა იქნება უკვე საკმარისი და სწორედ ამაზეა რეალური გათვლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ხდება თარიღებით მანიპულირება, თითქოს 31 აგვისტოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დადგება, რაც ტყუილია და უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქაოსის შექმნას.
„რადიკალურ ოპოზიციას ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომების გამო მოსახლეობაში პრაქტიკულად აღარ აქვს ნდობა. აღარ არსებობს საკითხი, რის გამოც მოსახლეობა შეიძლება მათ დაძახილზე გამოვიდეს პარლამენტის წინ და რაიმე საკითხი გააპროტესტოს. ჩათვალეს, როგორც ჩანს, რომ ეს არის ის ერთადერთი საკითხი, ის ემოციური თემა, რაც შეიძლება გამოიყენონ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ იყენებენ ამ საკითხს.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, არაფერი წყდება 31 აგვისტოს. 31 აგვისტო მოვა, 1-ლი სექტემბერიც დადგება და ქვეყანა ჩვეულებრივ გააგრძელებს განვითარებას. შემდგომი უახლოესი საკითხი ინსტიტუციურად, როდესაც შეიძლება პოტენციურად ამ საკითხის განხილვა მოხდეს, ეს არის ოქტომბრის მეორე ნახევარი. 20 ოქტომბრის კვირაში დაახლოებით. 20 ოქტომბრამდე არანაირი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიიღება. მაგრამ ჩემი მოლოდინი არის, რომ თუ დაინახეს, რომ ეს არის მართლა ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება მუნიციპალურ არჩევნებზე მოსახლეობამ გააპროტესტოს, ჩემი მოლოდინია, რომ კომისიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, არა მთლიანად ევროკავშირმა, გააკეთოს მანიპულაციური განცხადებები, რომ ისინი აპირებენ შეწყვეტას ვიზალიბერალიზაციის. თუმცა დადგება 20 ოქტომბერი და მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მაგრამ მუნიციპალური არჩევნებისთვის ეს უკვე საკმარისია. ალიაქოთის შექმნა იქნება უკვე საკმარისი და სწორედ ამაზეა რეალური გათვლა, რომ იქნებ მაქსიმალურად დაძაბონ საკითხი მუნიციპალურ არჩევნებამდე. თუმცა, კიდევ ერთხელ, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ ობიექტურ შეფასებას თუ გავყვებით საქართველო არა თუ რაიმე კითხვის ნიშანს არ აჩენს, არამედ არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც მტკიცედ იცავს ვიზალიბერალიზაციის სტანდარტებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.