ლევან მახაშვილი: როდესაც ცალკეულ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს დღის წესრიგი გამოელიათ, გადავიდნენ ისევ ისეთ ქმედებებზე, რომ შესაძლებელი იყოს რაიმე დამატებითი ესკალაცია და მუხტის გაჩენა

ლევან მახაშვილი

 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში ვითარების დამატებით ესკალაციას, იმისთვის, რომ რაიმე სამწუხარო შემთხვევა მოხდეს. დეპუტატი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ამგვარი ქმედებები შეწყვიტონ.

„ის თემა რასაც პროტესტი მოჰყვა გაირკვა. როდესაც ცალკეულ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს დღის წესრიგი გამოელიათ, გადავიდნენ ისევ ისეთ ქმედებებზე, სადაც შესაძლებელი იქნება რაიმე ფორმით მუხტის გაჩენა, დამატებითი ესკალაციის გაჩენა, რომ ამ პროცესში რაიმე ისეთი ტიპის სამწუხარო შემთხვევა მოხდეს (რომელიც ვიხილეთ) რასაც შემდგომ გაყიდიან უცხოეთში თუ შიგნით. ამ ადამიანებს მოვუწოდებთ, რომ მსგავსი ქმედებები შეწყვიტონ“, - განაცხადა მახაშვილმა.