ლევან მახაშვილი: ქაჯეთის ციხეებიდან საუბარი ღიმილის მომგვრელია, ვინმეს თუ ქართული პოლიტიკის კეთება უნდა, აქ, საქართველოში აკეთონ

ლევან მახაშვილი

ქაჯეთის ციხეებიდან საუბარი ღიმილის მომგვრელია, ვინმეს თუ  ქართული პოლიტიკის კეთება უნდა, აქ, საქართველოში აკეთონ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მანდატებზე უარის თქმის ფასი ოპოზიციისთვის მხარდამჭერების შემცირება იყო.

„ოპოზიციამ მანდატების გამოყენებაზე უარი როდესაც თქვა, ეს შევაფასეთ, როგორც მძიმე პოლიტიკური შეცდომა, რასაც თავისი პოლიტიკური ფასი ექნებოდა. ეს არის ამომრჩევლის იგნორირება და შეურაცხყოფა. ამ ყველაფრის ფასი – მათი მხარდამჭერების შემცირება იყო. ეს აღიარება არის მცდელობა, თავიანთი შეცდომა გამოასწორონ. თუმცა, არჩევნებზე გამოჩნდება, ეს გაამართლებს თუ არა. ქაჯეთის ციხეებიდან საუბარი ღიმილის მომგვრელია. თუ ვინმეს ქართული პოლიტიკის კეთება უნდა, საკმარისი სივრცე და შესაძლებლობაა, რომ პოლიტიკა აქ, საქართველოში აკეთონ“, – განაცხადა მახაშვილმა.