„გარდაიცვალა ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1757015810
ჯო უილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი საინტერესო არ არის, მიწვეული არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირ ხელს უწყობდნენ რევოლუციურ სცენარებს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მოსმენასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ჯო უილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი, რაც მანამდეც გვინახავს. სავარაუდოდ ახლაც ერთგვარი შაპიტო იქნება, სადაც მიწვეული არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირ უწყობდნენ ხელს რევოლუციურ სცენარებს, საზოგადოებრივი შუღლისა და შფოთის გაღრმავებას. ამიტომ, ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ისინი არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად აღელვებთ საქართველოს ბედი, რომლებსაც საქართველოს მომავალზე რაიმე სიტყვა ეთქმით. ამიტომ, ჩვენთვის ჯო უილსონის ცირკი საინტერესო არ არის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი.