მძიმე ავარია მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე - დაღუპულია ცოლ-ქმარი
1759219308
ეს არის მოსახლეობის მხრიდან იმ ძალისხმევის დადასტურება, რასაც ხელისუფლება ეწევა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, თითოეული ოჯახისთვის, სოფლისთვის, ქალაქისთვის კეთილდღეობის, მეტი სიკეთის შექმნის საქმეში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.
„ეს შედეგები ასევე ძალიან მკაფიო გზავნილია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისადმი, რომლებიც დღენიადაგ არ იშურებენ ძალისხმევას, რომ ყოველდღიურად დაჰპირდნენ ახალ კრიზისის, რევოლუციას და ე.წ.დამხობას“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.