1762277104
ლევან მახაშვილი „ემაარ“ ჯგუფის ინვესტიციაზე: ამ პროექტის წინააღმდეგ ასეთი იაფფასიანი მეთოდებით გალაშქრება არის ქვეყნის და საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ გალაშქრება
ოპოზიციის მხრიდან არ არის გასაკვირი შეწინააღმდეგება ყველაფრისადმი, რაც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის კარგია, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე ოპოზიციის კრიტიკაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციის ეს საქციელი პოლიტიკურად და მორალურად აბსოლუტურად მიუღებელია.
„ეს არ არის ერთი პარტიის პროექტი, ეს არის ქვეყნის, საუკუნის პროექტი. მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტი. მის წინააღმდეგ ასეთი იაფფასიანი მეთოდებით გალაშქრება არის ქვეყნის და საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ გალაშქრება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
„ემაარ“ ჯგუფის უპრეცედენტო, 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს. „ემაარ“ ჯგუფის უპრეცედენტო, 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას ნიშნავს, ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს. ისინი ითხოვენ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც რეალურად უკვე საჯაროა. ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფო კომპანიის 33%-იანი წილის, მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრეა. პროექტები, რომელიც „ემაარ“ ჯგუფმა თბილისსა და გონიოში უნდა განახორციელოს 350 ათასზე მეტი ვიზიტორის მოზიდვას, ათი მილიარდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და 30 ათას სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.









