ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
დასაფასებელია, როდესაც ზეწოლის მიუხედავად, ცალკეული სახელმწიფოს წარმომადგენლები ღიად გამოხატავენ პოზიციებს. არა ვიღაცისგან გაგონილ ამბებს, არამედ იმის საფუძველზე თუ რა ნახეს მათ საქართველოში არჩევნების დროს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის დანიელ ფესლერის განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ობიექტური შეფასების პირობებში აღინიშნა, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.
„დასაფასებელია, როდესაც ზეწოლის, ბულინგის მიუხედავად, ცალკეული სახელმწიფოს წარმომადგენლები საჯაროდ, ღიად გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს. კონკრეტულ, არა ვიღაცისგან გაგონილ ამბებს, არამედ იმის საფუძველზე თუ რა ნახეს მათ უშუალოდ საქართველოში არჩევნების დროს. თავად ესწრებოდნენ ეს ადამიანები ამ არჩევნებს. თავად ნახეს როგორ წარიმართა ეს პროცესი და ასევე, რაც მთავარია, თავად ნახეს არჩევნების შემდგომ დამკვირვებლების პირველადი, ძირითადი განხილვები და საუბრები. სწორედ ამასთან დაკავშირებით აღინიშნა კიდეც, რომ უნაკლოდ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა.