ლევან მახაშვილი: ჩვენ გასული სამი წლის განმავლობაში ვაკეთებდით აქცენტს, რომ ეს არ იყო უბრალოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, არამედ იყო უფრო ფართო მასშტაბიანი გლობალური დაპირისპირების ერთი კონკრეტული კომპონენტი

ლევან მახაშვილი

ჩვენ გასული სამი წლის განმავლობაში ვაკეთებდით აქცენტს, რომ ეს არ იყო უბრალოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, არამედ იყო უფრო ფართო მასშტაბიანი გლობალური დაპირისპირების ერთი კონკრეტული კომპონენტი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.

„სწორედ ამიტომ ვიყავით ძალიან ფრთხილი ჩვენს პოლიტიკაში, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი იყო, რომ როგორც უკრაინის ჩათრევა მოხდა ომში, არ მომხდარიყო საქართველოს ჩათრევაც ამ გლობალურ დაპირისპირებაში.

იმ ვაი პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს უბიძგებდნენ ამ გლობალურ დაპირისპირებაში, იმის საფარქვეშ, რომ ვითომ რომელიმე ჩვენს პარტნიორ ქვეყანას უნდა დავხმარებოდით აუცილებლად, დღეს მინდა ვკითხო რას პასუხობენ თავიანთ ამომრჩეველს, როდესაც ქვეყანას ასეთი განსაცდელისკენ უბიძგებდნენ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.