ლევან მაჭავარიანი: თუ ბატონი მამუკა მდინარაძის ვიზიტზე ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, რადიკალებს, მათ გარე პატრონებს მეტ დეტალს მივაწვდით, ნამდვილად შეერყევათ ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლევან მაჭავარიანი

ოპოზიციის დღის წესრიგი არის, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ბუნდოვანება შემოიტანონ და საზოგადოება კიდევ უფრო დააბნიონ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.

მან აღნიშნა, რომ ვიზიტის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადებები სრულიად საკმარისია.

„განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ეს არის, რაც საჯაროდ შეიძლება, იყოს გაცხადებული. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით თავის ვერსიებს აყალიბებენ, ჟურნალისტები გვეკითხებიან.

ეს იყო უსაფრთხოების სამსახურებს შორის გამართული შეხვედრა და რა თქმა უნდა, ის განცხადება, რითაც შემოიფარგლა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური და საელჩო, სრულიად საკმარისია. მეტი დეტალი რომ მივაწოდოთ, დამერწმუნეთ, ძალიან ცუდ ხასიათზე დადგებიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, რადიკალები, მათი გარე პატრონები - თუ ბატონი მამუკა მდინარაძის ვიზიტზე, მის შეხვედრებზე მეტ დეტალს მივაწვდით, ნამდვილად შეერყევათ ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოდი, გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას.

უნდა დაველოდოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან კონკრეტიკას, რასაც . ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი კონკრეტიკის შემთხვევაში ჩვენი მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები და რა თქმა უნდა, თუ ეს კონკრეტიკა იქნება, ჩვენ საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.