გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
რაც შეეხება ეუთო/ოდირის საკითხს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. ეუთო/ოდირის ჯამურ პორტფელში დაახლოებით, 10%-ია თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ისინი აკვირდებიან, 90% არის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას - 8 თვე არის გასული და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ჩვენ გვიდევს, სადაც წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, რომ ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება მაღალ დონეზე და ხაზგასმით წერია, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
ასევე, შეგახსენებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასაც, სადაც რამდენიმე დღის წინ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ამ ანგარიშს ხაზი გაუსვა. მან თქვა, რომ ამ ანგარიშით და ამ არჩევნებით ქართველი ამომრჩევლის ნება ასახულია შედეგებში და პირიქით, გააკრიტიკა ოპოზიცია, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ოპოზიციას, რომ არ იღებენ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას.
8 თვეა გასული და ამის მიუხედავად, ეს გარე აქტორები მაინც არ აღიარებენ ამ საბოლოო ანგარიშს.
ყველა გარე აქტორი ამბობდა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათი დასაყრდენი, რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იყო.
გვაქვს ეუთო/ოდირის სადაც წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. გვაქვს ბრალდებები გაყალბებულ 300 000 ხმაზე, რომელზეც 300 ხმის გაყალბებაც ვერ მტკიცდება, 100 000 ჩამორთმეულ პირადობაზე, რუსული სპეცოპერაციის ჩარევა და ა.შ. მაშინ, როდესაც ჩვენ მოწვეული გვყავდა ყველაზე ავტორიტეტული დამოუკიდებელი ამერიკული აუდიტორული კომპანია, რომელმაც სამი ფაზა აუდიტი ჩაატარა და სიების დუბლირება გამორიცხა, 17-ჯერ რომ აძლევდა ერთი ადამიანი ხმას ქალბატონი ზურაბიშვილის მტკიცებით.
ამასთან ერთად გვაქვს ოპოზიციის აღიარება, ბატონი ხაზარაძე, ბატონი გახარია და ქალბატონი ანა წითლიძე, რომლებსაც პირდაპირ ეთერში წამოსცდათ იმ ხმების და პროცენტის ოდენობა, რაც ცესკომ დაადგინა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.