მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
დაუშვებელია პარლამენტის დაწვის მცდელობა და პოლიციელებზე თავდასხმაც, ამას არავინ გაამართლებს, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, რომ პოლიციამ ამის ლოკალურად აღკვეთა შეძლოს და აქციის დაშლა მთლიანად არ უნდა მოხდეს. მესმის, ეს მარტივი ამოცანა არ არის, მაგრამ პოლიციამ ამ სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„როდესაც საპოლიციო ღონისძიება იწყება, ძალადობის კერა შეიძლება იყოს ერთ კონკრეტულ ადგილას. მაგალითად: 9 აპრილის ქუჩის ზედა კუთხეში, სადაც სხვა ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე, მშვიდბიანად გამოხატავენ აზრს, ამასთან კავშირი არ აქვთ, არც იციან იქ რა ხდება. ამ დროს იწყება საპოლიციო ღონისძიება და ეს შეიძლება იყოს 20-30 კაცის მიერ აგრესიული მოქმედება, რომელიც უნდა აღიკვეთოს. დაუშვებელია პარლამენტის დაწვის მცდელობა და პოლიციელებზე თავდასხმაც, ამას არავინ გაამართლებს, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, რომ პოლიციამ ამის ლოკალურად აღკვეთა შეძლოს და აქციის დაშლა მთლიანად არ უნდა მოხდეს. მესმის, რომ ეს მარტივი ამოცანა არ არის, მაგრამ პოლიციამ ამ სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.
დაკავების დროს ძალადობის ფაქტებზე ბევრი ადამიანი მიუთითებს, ეს უნდა იყოს გამოძიებული. ეს არის აუცილებელი. ჩვენ ვნახეთ ნაცემი ადამიანები. დაუშვებელია, რომ პროტესტში მონაწილეობა ჯანმრთელობის დაზიანების რისკთან იყოს დაკავშირებული“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.