პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ლაითურის ახლად გახსნილ №1 პენიტენციურ დაწესებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 700 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებაში ყველა პირობაა დაცული ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით დასაცავად.
„სამწუხაროდ, ადამიანები ყველა ქვეყანაში სჩადიან დანაშაულს და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში სასჯელს სჭირდება აღსრულება. ეს რთული მისია საქართველოში აკისრია იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ, პრობაციის ბიუროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ამ მიმართულებით ჩვენ დაბა ლაითურში სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით, მაგალითისთვის, 700 პატიმარზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე და უზრუნველყოფილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588