ლაგოდეხში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 4 ჰექტარზე ახალი სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა

ლაგოდეხში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 4 ჰექტარზე ახალი სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა

ლაგოდეხში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 4 ჰექტარზე ახალი სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი, სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცეები. პარკში განთავსდა ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, შადრევანი და ფანჩატური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბილიკებს და მოსასვენებელ ადგილებს.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.