ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
სცენარი არის ერთი და ის არის მეორე, რასაც ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი ანგარიშის შეფასებისას, რომელშიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე წერია, რომ „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს“.
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარკვეული ჯგუფები ემზადებოდნენ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის, ზოგადად რადიკალური ოპოზიცია ემზადებოდა არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომ არსებობდა ქვეყნის მაიდანიზაციის, შემდგომ მისი უკრაინიზაციის და რა თქმა უნდა, ომში ჩართვის გეგმა. მაკკეინის ინსტიტუტის ჯერ კიდევ პირველ ანგარიშში იყო ერთგვარი სცენარი, როგორ უნდა განვითარებულიყო ქვეყანაში მოვლენები და ახლა უკვე გულდასაწყვეტია ანგარიში მათი მხრიდან, რომ თურმე, როგორ მოხდა, რომ ამხელა აქციები ჩატარდა, ასეთი რადიკალური ჯგუფები იყვნენ მობილიზებულები პოლიციასთან და სპეცრაზმელებთან დასაპირისპირებლად და ისე აღმოჩნდა, რომ მსხვერპლი არ არის. სცენარი არის ერთი და ის არის მეორე, რასაც ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ საშინელ შემთხვევაში, თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.