სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
კრივოი როგზე, სამი დღის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 75 ადამიანი.
პარასკევს საღამოს ოკუპანტებმა ქალაქზე შეტევა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს. იერიში იყო საცხოვრებელ რაიონზე. ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო მოედანზე ჩამოვარდა.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განადგურებულია უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობები, საიდანაც მაუწყებლობა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. მომხდარის გამო, უკრაინაში გუშინ გლოვის დღე იყო.