დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, 25 ნოემბერს ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მშვიდობიანად გააპროტესტებენ.
ლილუაშვილის თქმით, მათი პარტია იმით განსხვავდებიან "ნაციონალური მოძრაობისგან", რომ მათი მთავარი ამოცანა რადიკალური დღის წესრიგის შექმნა არ არის.
"ჩვენ 25-ში ვიქნებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდობიანად პროტესტის გამოსახატავად. ერთ-ერთი კრიტიკული განმასხვავებელი ჩვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არის ის, რომ მათ შესაძლოა სურდეთ რადიკალური დღის წესრიგისა და პროცესების შექმნა. ეს ჩვენი მიზანი არც ადრე ყოფილა და არც ახლაა", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.