რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.
თავდასხმის სამიზნე კიევის ოთხი რაიონი გახდა. როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, მტრის დრონმა ქალაქის დარნიცკის რაიონში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს. კლიჩკომ ასევე დასძინა, რომ ობოლონსკის რაიონში საწყობი დაბომბეს.
საპერნო-სლობოდსკაიას ქუჩასა და ნაუკის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია. გზაზე ნარჩენებია მიმოფანტული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხოლოდ სოლომენსკის რაიონში ექვსი ადამიანი დაშავდა.