კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი უფლებები. მშვიდობიანად გამოხატონ მათი პროტესტი, თუ რაიმე გასაპროტესტებელი აქვთ - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

შესაძლებელია, ეს ადამიანები სულ სხვა მიზნებიდან გამომდინარეც კი მოძრაობდნენ, ხელს უწყობენ ნაცმაიდნის მოწყობას, რომელიც ისევ და ისევ ჩავარდნილია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ არაფორმალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ჯგუფის წევრების ქმედებებზე საუბრისას.

„კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი უფლებები. მშვიდობიანად გამოხატონ მათი პროტესტი, თუ რაიმე გასაპროტესტებელი აქვთ, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, უკვე ამდენი ხნის შემდეგ, რომ ვინმეს ობიექტურად რაიმე კითხვის ნიშანი დარჩენოდა, თუ ნამდვილად მიკერძოებული არ არის“, - აღნიშნა გორდულაძემ.

„ქრონიკამ“ მოიპოვა ფარული ჩანაწერი, რომელშიც არაფორმალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ჯგუფის წევრების მითითებებს აძლევს. ჩანაწერიდანვე ირკვევა, რომ დაჯგუფება უახლოეს დღეებში გეგმავს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად გადაადგილებას და მათთვის „საეჭვო ადამიანების“ განეიტრალებას.