„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს.  შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.