ხელმოცარულ ოპოზიციას რაც დარჩენილი აქვს, არის ის, რომ ჩაატაროს აქციები, რომელზეც ძალიან ცოტა ადამიანი დადის - გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

ხელმოცარულ ოპოზიციას რაც დარჩენილი აქვს არის ის, რომ ჩაატაროს აქციები, რომელზეც ძალიან ცოტა ადამიანი დადის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა, რაც არ გამოუვათ.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, გარკვეულ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც თავიანთი პარტიის მხარდამჭერებს გადაუხადეს, რომ ჩამოეყვანათ თბილისში, მაგრამ როგორც მათი ყველა სხვა აქცია, ეს აქციაც წარუმატებლობისთვისაა განწირული“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.