ხალხი ყოველთვის იმარჯვებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს X-ზე მორიგი პოსტით ეხმიანება.

„რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, - წერს პრეზიდენტი ,,ტვიტერის“ გვერდზე.

უკვე მესამე დღეა, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.