ხალხი, რომელმაც ევროპაში წერილი გააგზავნა, მოითხოვდა, რომ თანხები, რაც საქართველოს მთავრობას უნდა გადმოსცემოდა, წასულიყო მათ დაფინანსებაში. ეს არის ლუსტრაცია, რომ მათი მავნებლობა ევროკავშირის მხრიდან ფინანსდება - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

ეს ხალხი, როდმელმაც ევროპაში წერილი გააგზავნა, მოითხოვდა ევროკავშირისგან, რომ თანხები, რაც საქართველოს მთავრობას უნდა გადმოსცემოდა, წასულიყო მათ დაფინანსებაში, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

„ეს ყველაფერი არის მდიდარი „ენჯეოების“ ჯიბიდან და გარკვეული „შავი ფულიდან“, რომელიც ტრიალებს ამ სფეროში. ეს ხალხი, რომელმაც ევროპაში წერილი გააგზავნა, მოითხოვდა ევროკავშირისგან, რომ თანხები, რაც საქართველოს მთავრობას უნდა გადმოსცემოდა, წასულიყო მათ დაფინანსებაში. ეს არის პირდაპირი ლუსტრაცია, რომ მათი საქმიანობა და მავნებლობა ევროკავშირის მხრიდან გარკვეული ძალებიდან და ფონდებიდან ფინანსდება“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.