კახა კალაძე: ყველა ჯანსაღი შეფასებით, საქართველო არის მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ადამიანური კაპიტალის ინდექსის შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

კახა კალაძის განცხადებით, ყველა ძალიან კარგად ხედავს, საქართველო როგორ ვითარდება და წინ მიდის.

„ყველა ჯანსაღი შეფასებით, საქართველო არის მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა, ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი აქვს, თუმცა როდესაც შემოდის პოლიტიკური ნარატივი და გლობალური ომის პარტიის ინტერესები, რა თქმა უნდა, მაშინვე იწყება ცილისწამება, სიცრუე, ტყუილი და მუქარები. რეალურად, ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ქვეყანა როგორ ვითარდება და წინ მიდის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.