ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
საქართველოში სახეზეა ყველაფერი, აქ არის „აკაცუკების“ დაჯგუფება, მოძალადეები, რომლებიც ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. გადაიღეთ და აჩვენეთ მათი ქმედებები და პარალელიც ძალიან მარტივია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა კალაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ და დაინტერესდნენ, ხომ არ არის შესაძლებელი, მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოშიც იყოს მიღებული, რაზეც კალაძემ აღნიშნა:
„არ ვიცი, ვნახოთ. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და განცხადება გაგვიკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ქვეყანაში, იკვებებიან გარედან, ფინანსდებიან გარედან. სრული პასუხისმგებლობით, 110-150%-იანი დარწმუნებით ვამბობ, რომ წახალისებული არიან გარედან. ამ ყველაფერში ჩართულნი არიან უცხოელი დიპლომატები, შესაძლოა, ელჩების სახითაც, იცით მათი განცხადებები და ქმედებები. ამიტომ, აუცილებელია, ეს ყველანაირად დავასრულოთ“.
ამასთან, კალაძის თქმით, დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც დიპლომატები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეშად ერევიან.
„ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. დიპლომატს, რომელსაც განსაზღვრული აქვს მოქმედებების შესაძლებლობა, არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. უფრო მეტი უბედურებაა, წაახალისო ექსტრემიზმი, სიძულვილი, წაახალისო თუკი რაიმე ბოროტება არსებობს. რასაც ვხედავთ, ამ სიძულვილს, ამ მოძალადე ჯგუფებს, ყველაფერი გარედან არის დაფინანსებული“, – აღნიშნა კალაძემ.