ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752785109
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას არც გაერთიანების შემთხვევაში აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა.
მისივე თქმით, „რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი ქვეყნის ინტერესებთან საერთო არ აქვს“.
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, ვინ ვისთან იქნება. ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი ნული, რადგან ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები – გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, ვის და რას ემსახურებიან. რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.