1732737464
კახა კალაძე გახარიასა და ხაზარაძეზე: ეს ადამიანები იმართებიან გარედან, მათ არანაირი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ, რასაც ეტყვიან და რასაც უბრძანებენ ისე იმოქმედებენ
ეს ადამიანები იმართებიან გარედან, მათ არანაირი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. რასაც ეტყვიან და რასაც უბრძანებენ ისე იმოქმედებენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“ გახარიასა და ხაზარაძის პარტიებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცია სრულად წარმოადგენს კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა მათი პარტიებად დაყოფა მოხდა იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი წარსულით იყო დამძიმებული. კახა კალაძის თქმით, ყველას ერთად ჰყავს საერთო პატრონი, ვისგანაც იღებენ მითითებებს.
„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იყო საუბარი გახარიასა და ხაზარაძის გაერთიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კვლევა იყო გაკეთებული, დარწმუნებული ვარ მაგაში და ნახეს, რომ ამათ გაერთიანებას აზრი არ ჰქონდა. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ მოხდა მათი გაერთიანება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი წარსულით იყო ძალიან დამძიმებული, ამიტომ შექმნეს ეს პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა კახა კალაძემ.