ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
დედაქალაქის მერის განცხადებით, ეუთოს გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტი საქართველოში მისასალმებელია. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ოფიციალური ვიზიტი, ხოლო ოპოზიციის დამოკიდებულება ზოგადად ეუთო-სთან მიმართებაში საინტერესო არ არის.
„ის ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული და ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. საკანონმდებლო ორგანოშიც გაიმართება შეხვედრები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ამ ტიპის ვიზიტები.
ზოგადად ეუთო-სთან მიმართებაში ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ეს არსებითად საინტერესო არ არის. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც მოღალატეობრივი ქმედებებით, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით და უცხო ქვეყნიდან კარნახით არიან დაკავებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს ახალმთვარეობაა - რა (არ) უნდა გააკეთოთ
1745764606
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403