სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
„ბაჩიაშვილს აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ცხადია, ის ცდილობდა და ცდილობს, როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული, ვითომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. რეალურად, ყველამ ვიცით მისი დანაშაული, ეს ყველასთვის ცხადი და ცნობილია. შესაბამისად, მე არც შეკვეთილი სტატიები მიკვირს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და მოვლენები ყველასთვის ცხადი და ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებით იყო დაკავებული.
„ეს ყველაფერი არის სიცრუე, ცილისწამება. წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო მხოლოდ მუქარებით, ცილისწამებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტყუილზე. გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის აბსურდული, სიცრუე, სისულელე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება დამოკიდებულება და ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.