გორში ახალგაზრდა ბიჭი მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს
1754472425
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში მდინარე დიღმულას ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება დაასრულა.
როგორც თბილისის მერმაm კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის შედეგად, უსაფრთხოების მიზნით, მდინარის კალაპოტში 460 გრძივ მეტრზე რკინა-ბეტონის დამცავი არხი და ჯებირები მოეწყო.
„აღნიშნული მდინარე ადიდების დროს ძალიან დიდი პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. ხდებოდა საცხოვრებელი სახლების გამორეცხვა. აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარებულია, რისთვისაც მინდა, საბურთალოს რაიონის გამგეობას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 2 500 000 ლარია.