ჯეიმს კარდენი: საქართველოსთვის საუკეთესო გზა გახლავთ ავსტრიის, ირლანდიის და შვეიცარიის მიერ გავლილი გზა - პოლიტიკა, რომელსაც ეს სახელმწიფოები ცივი ომის დროს ატარებდნენ. ნეიტრალური პოლიტიკა

ჯეიმს კარდენი

საქართველოსთვის საუკეთესო გზა გახლავთ ავსტრიის, ირლანდიის და შვეიცარიის მიერ გავლილი გზა. პოლიტიკა, რომელსაც ეს სახელმწიფოები ცივი ომის დროს ატარებდნენ. ნეიტრალური პოლიტიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ჯეიმს კარდენმა.

„საქართველომ საკუთარი გზა უნდა აირჩიოს, ის არც ამერიკის და არც რუსეთის მარიონეტი არ უნდა იყოს. საქართველოს საკუთარი ბედი აქვს, ეს რთულია, მაგრამ საქართველოს ბედნიერი მომავალი ნეიტრალური პოლიტიკის წარმოებაშია და არა ნატოში გაწევრიანება. რაც შეეხება ევროკავშირს, ეს ქართველი ხალხის არჩევანია.

მიმაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მოსკოვისთვის წითელი ხაზი შესაბამისი ეკონომიკური და სავაჭრო თვალსაზრისის გათვალისწინების ფონზე. საქართველოს მომავლისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს სურვილი ნატოში გაწევრიანების თაობაზე ახლო მომავალში“, - აღნიშნა ჯეიმს კარდენმა.