ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
მმართველი გუნდი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „ენჯეოებს“ ქვეყნის დამაზიანებელ მოქმედებებში ამხელს. საქართველოს მტრობა და მოღალატეობრივი ქმედებები ქვეყნის მიმართ - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ „ენჯეოების“ მოთხოვნას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
„ვხედავთ თავიანთი ქვეყნის მტრობას. ის „ენჯეოები“, რომლებიც თითქოს დამოუკიდებლები არიან, რეალურად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ. ასე რომ, მათგან არ უნდა გაგვიკვირდეს. მე პირადად მიკვირს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“, რომელიც უნდა წარმოადგენდეს დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტს საერთაშორისო ასპარეზზე - როგორ დადიან აქამდე, რომ ცდილობენ როგორმე საქართველომ არ მიიღოს ის სიკეთეები, რომლებიც აქვს დღესდღეობით ევროკავშირისგან“, - მიიჩნევს გიორგი ჩაკვეტაძე.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების დაწესება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების პირობებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და დაფინანსების გზებზე.