„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
ცნობილი ხდება, რომ თურმე კვლავინდებურად ამ უსამშობლოების პატრონები ჩვენს ახალგაზრდებს უკვე უცხო ქვეყანაში აფინანსებენ, რათა დანაშაულში თავი მორიგჯერ გააყოფინონ, მორიგჯერ შეცდომაში შეიყვანონ და ეს ახალგაზრდები გამოყენებული იყვნენ უსამშოლოების ინტერესებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაიცავს კანონს და რეაგირებას მოახდეს ყველა სამართალდარღვევაზე.
„თურმე, ლიეტუვაში ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან ფინანსდება ჩვენი ახალგაზრდების გადამზადება ისევ ქუჩის აქციებისთვის, ისევ პარლამენტზე და სახელმწიფო უწყებებზე შტურმისთვის და პოლიციასთან შეტაკებისთვის. ჩვენ ამის შესახებ მშობლებს ვაფრთხილებდით. იტყუებიან, თითქოს ტრენინგებს უტარებენ, სინამდვილეში, ამ საფარქვეშ ისინი ამზადებენ ისევ და ისევ მოძალადეებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი უნდა შეუშვირონ ცეცხლით, მახვილით და არ გამოვრიცხავ მოლოტოვის კოქტეილებით. ჩვენ გასულ წელსაც ვაფრთხილებდით მშობლებს და შედეგი მივიღეთ. ხომ ვნახეთ, მშობლები, რომლებიც გარეთ დგანან და ტირიან. არავის გვიხარია, როდესაც მათი შვილები ასეთ დღეში არიან, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს. სახელმწიფოს ნუ აიძულებთ, რომ თქვენს შვილებზეც ანალოგიური რეაგირება მოახდინოს. რევოლუცია აქ არ მოხდება, გამორიცხულია. ამის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ამ უსამშობლოების პატრონები უტიფრად იყენებენ ახალგაზრდებს. მოიკითხეთ თქვენი შვილები სად არიან, ვინ ამზადებს და რისთვის ამზადებენ, მერე გვიანი იქნება“, – განაცხადა ზარქუამ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ლიეტუვაში ამზადებს. ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების, „ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.