ირაკლი ზარქუა: რაც წუხელ ვიხილეთ მელიქიშვილზე, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა სტანდარტული 20-კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა. ვამბობდი ახალგაზრდებს ამზადებენ მორიგი პროვოკაციებისა და შეტაკებისთვის-თქო

ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიების პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციას აფასებს.

მისი განცხადებით, ეს იყო კარგად გააზრებული და ორგანიზებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს მორიგი შეტაკებისთვის ამზადებენ, თუმცა, მომავალში დაგეგმილი ყველა პროვოკაცია გუშინდელივით ფუჭად ჩაივლის.

"ის, რაც წუხელ ვიხილეთ მელიქიშვილზე, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა რიგითი, სტანდარტული 20-კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა. ანუ რასაც ვამბობდი, რომ ახალგაზრდებს ამზადებენ ისევ მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ეს უსამშობლოები-თქო, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ასე რომ, ბოკერიას გიჟს გადაეცით,რომ წუხანდელიდანვე შეეწერა თავისივე დაგინება და ასე დავუთვლი ყოველ მსგავს ფუჭ პროვოკაციებს მომავალშიც", - წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.