ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში როგორც დასავლეთთან, ისე აშშ-თან ეს გაუგებრობა დასრულდება, ისევე, როგორც ომი დასრულდება ჩვენს სამეზობლოში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
„ამის შემდეგ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ქვეყნის განვითარების იმ მოდელს შემოგთავაზებთ, რაც არის ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი - ქართული ღირებულებებითა და ღირსებით ევროპისკენ. ამას ჩვენ შევასრულებთ, ამ პროცესში ჩვენ შედეგიც გვაქვს: ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალიო ვაჭრობა ევროკავშირთან. ასევე ველოდებით, რომ აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა გვექნება.
გარკვეული ჯგუფები აქაურმა უსამშობლოებმა შეცდომაში შეიყვანეს, რომ აქ რევოლუციას განახორციელებდნენ. ყველა დარწმუნდა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომ ამათ რესურსი არ აქვთ და ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.