დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
დავმარცხდით, სახლში წავედითო ხომ არ იტყვიან. ცოტა ხანი გლოვის პერიოდი უნდა ჰქონდეთ, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპონენტების განცხადებებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
პარლამენტი უფლებამოსილია, რომ მუშაობა დაიწყოს და დაიწყება კიდეც. არ ვიცი, ვინ - რას მოუწოდებს უცხოეთიდან ამ ოპოზიციას, ალბათ კარგი იქნება თუ კვლავ გამოიჩენენ უცხოელები ინტერესს ქართველი ხალხისა და მის მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ და მოუწოდებენ მათ პატივი სცენ ამომრჩეველს. ამომრჩეველმა მათ ხმა მისცა პარლამენტში შესვლაზე და არა ქუჩაში ტირილის გამართვაზე. საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცვლება - არაკონსტიტუციურ ხელშეკრულებებს „ქართული ოცნება“ და ხალხი არავისთან აღარ გააფორმებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ოპოზიცია ცესკოს შედეგებს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებები ოპოზიციის ლიდერებმა მათ ოფისებში გამართულ პრესკონფერენციებზე გააკეთეს.