ირაკლი ქადაგიშვილი „გორბის“ კვლევაზე: „ქართული ოცნება“ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას განვითარებას, მოქალაქეთა ძირეულ ინტერესებს, რაც აისახა ამ კვლევაშიც

ქადაგიშვილი

ქართული ოცნება დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას განვითარებას, მოქალაქეთა ძირეულ ინტერესებს, რაც აისახა ამ კვლევაშიც, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.

„ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური პროცესის ასახვა, რა პოლიტიკური პროცესიც განხორციელდა და განვითარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციამ, უარყო ამომრჩევლის ხმები, მიცემული მანდატები შეაყარა ხალხს და გადავიდა სრულ დესტრუქციაზე. მეორე მხარესაა ქართული ოცნება, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას განვითარებას, მოქალაქეთა ძირეულ ინტერესებს, რაც აისახა ამ კვლევაში და არა მხოლოდ ამ კვლევაში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.