როგორი ამინდი იქნება 19 აპრილს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1745003042
PACE-ს რეზოლუცია, იქნება ერთ-ერთი სუსტი და არასახარბიელო ფურცელი მის ისტორიაში. ამ სუსტი და არაფრისმთქმელი რეზოლუციის გასამართლებლად 9 აპრილის ჯახი იქნებოდა ერთგვარი საფუძველი, მათი რეზოლუციის გასამყარებლად. ეს არ მოხდა, ამიტომ ეს რეზოლუცია მართლა ცაში გამოკიდებული დარჩა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დიდ გადაცემაში“ სტუმრობისას.
ქადაგიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის შეფასება ყველას კარგად ახსოვს, რომ „ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოში არჩევნები შედგა“ , ამიტომ PACE-ს განცხადება, რომ საქართველოს თუ უნდა, რომ საპარლამენტო ფორუმზე დელეგაცია გყავდეთ ახალი არჩევნები ჩაატარეთო არის წარმოუდგენელი რამ.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საერთოდ ევროსაბჭო და ევროპა იძახდა, რომ შეფასება ეუითო/ოდირისა იქნება ჩვენთვის გზამკვლევი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებითო, ეუთო/ოდირის შეფასება ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს: „საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოში არჩევნები შედგა“. კრიტიკული შენიშვნა რაღაცა დოზით ყველა არჩევნებს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ახლავს და ეს შენიშვნა აქაც შეიძლება ყოფილიყო ზოგი რელევანტური, ზოგი ნაკლებად რელევანტური. მაგრამ არჩევნები შედგა - ეს იყო მათი პოზიცია, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, მათ შორის, ეუთო/ოდირზე, მათ ეს პოზიცია არ შეცვალეს და ეს პოზიცია ასე დარჩა. ამიტომ PACE-ს განცხადება, რომ ასე ვთქვათ, თქვენ თუ გინდათ, რომ საპარლამენტო ფორუმზე დელეგაცია გყავდეთ ახალი არჩევნები ჩაატარეთ ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეს ის კი არ არის, რომ ამ ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი, ზოგადად ქვეყანა როდესაც ამბობს, რომ მე ვარ სუვერენული ქვეყანა და მე დემოკრატიული პროცესებით მცხოვრები ქვეყანა ვარ, წარმოუდგენელია, რომ ვიღაცა ყოველგვარი დასაბუთების, კონკრეტული ფაქტების, რეალობის გარეშე გეუბნებოდეს, რომ აი ასე არ მომეწონა შენი მოსახლეობის არჩევანი და მოდი ახლა გააუქმე და დანიშნე არჩევნები ახალი თამაშის წესებით, რომელიც უკვე ჩემს შედეგს დადებს. ეს ნიშნავს, რომ შენ ქვეყანა არ ხარ“,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუცია არის შავი ლაქა PACE-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში. „აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შენ „ქართული ოცნება“ ხარ თუ არა, ქვეყანა ხარ თუ არა იმაზეა ლაპარაკი. ასეთი პრეცედენტის დაშვება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს შენ შეგიძლია, არჩევნები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ვიღაცის მოთხოვნის გამო გააუქმო. ჩვენ ასეთი უმძიმესი გამოცდილება 2003 წელს გვქონდა და ეს გამოცდილებაც ალაპარაკებდათ ალბათ, როდესაც ამას გველაპარაკებოდნენ. როდესაც არჩევნები, რომელიც 7 სუბიექტის პარლამენტში მოხვედრით დასრულდა ადგნენ და გააუქმეს, თან გააუქმეს პარადოქსულად. მაშინ საზოგადოება ამას კიდევ ვერ აღიქვამდა ასე, მაგრამ დღეს უკვე სხვა ვითარებაა, ამიტომაც არის, რომ PACE-ს ეს რეზოლუცია მარტივად, რომ ვთქვა არის შავი ლაქა PACE-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.