ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტარების ვიზიტზე: ისინი ყოველთვის მომხრე იყვნენ ქართველი ხალხის დასჯისა, თუ ქართველი ხალხი არ აირჩევდა მათ რჩეულ პოლიტიკურ ძალებს

ირაკლი ქადაგიშვილი

ისინი ყოველთვის მომხრე იყვნენ ქართველი ხალხის დასჯისა, თუ ქართველი ხალხი არ აირჩევდა მათ რჩეულ პოლიტიკურ ძალებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

„რა თქმა უნდა ახლა ისინი ამას ხმამაღლა ითხოვენ, არაფერს აღარ მალავენ. პირდაპირ გეტყვით, რომ მათ საქართველო და ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ, აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიზნები. ვერ აღწევენ ამ პოლიტიკურ მიზნებს დემოკრატიული არჩევნების გზით და ახლა უნდათ, რომ ტერორის გზით საქართველოს მოსახლეობა დააშანტაჟონ.ასე აშანტაჟებენ ამ მოსახლეობას არჩევნებამდე და ასე აგრძელებენ ახლაც“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მიხაილ როთი ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მივიდა.