ცნობილი ჟურნალისტის შვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1758484851
ველოდებით, რომ არ იქნება სამართლიანი არჩევნები. ეს არჩევნები არ არის უკვე სამართლიანი იმ პირობებში, როცა პოლიტიკური ლიდერები საპატიმროში სხედან. მარტივი მოცემულობაა – ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ველზე, მათ შორის თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს, რომლითაც აღვწერთ რეალურ გაყალბებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, – ამის შესახებ „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, გაყალბების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აპირებენ.
„2024 წელს 20-მა პროდასავლურმა პარტიამ რაც ვერ შეძლო, რომ დაეყენებინა კამერები ან გამოგვეთხოვა სამაგიდო სიები, ახლა ჩვენ, ერთი პოლიტიკური პარტია ვახერხებთ ამას. თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რაც სრულყოფილად აღწერს ყველა იმ პირს, რომელიც საარჩევნო უბანზე შევა. აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს. აბა, გაბედოს ვინმემ, რომ შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის. ყველას ჩანაწერი ფიზიკურად გვექნება ჩვენ და სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან ის პირები, რომლებიც შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არ არიან ჩაწერილი, შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთხელ უკვე ნაყოფი არიან. გაყალბების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.