ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება პარლამენტს წერილობითი ფორმით, პირველ ივნისამდე უნდა წარუდგინოს

კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება პარლამენტს წერილობითი ფორმით, პირველ ივნისამდე უნდა წარუდგინოს.

მთავრობის ხელმძღვანელს პარლამენტისთვის ჯერ დოკუმენტის და შემდეგ მოხსენებით გამოსვლის ვალდებულება რეგლამენტით აქვს.

რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში, პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინოს.

მთავრობის ხელმძღვანელის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს ბიურო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს. ირაკლი კობახიძემ პარლამენტს, გასულ წელს, 28 ივნისს მიმართა.