"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1747806141
ემანუელ მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაკრონთან საუბრის დროს შეჯერება მოხდა აღქმებთან დაკავშირებით.
„საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება პროცესები საქართველოში ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.