ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
 
                                                                მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას - ეს ინიციატივა გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია.
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც, გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, ეს აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც“, - განაცხადა პრემიერმა.
 
                                                    
                                                    ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155