„ყურადღება მიაქციეთ ცხიმს ხორცზე...“ - სპეციალისტების გაფრთხილება ხორცის შეძენის წინ
1762171391
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.
როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.
„საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს. განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში. მადლობას გიხდით ამ გზაზე გაწეული შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – წერს კობახიძე.