17 წელი იმუშავა სკოლაში ისე, რომ წერა-კითხვა არ იცოდა - როგორ ასწავლიდა ჯონი ბავშვებს
1757087082
1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები ხელმძღვანელობენ.
„ყველა შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და რა თქმა უნდა ყველა სამართალდამცავი უწყება იხელმძღვანელებს კონკრეტული მტკიცებულებებით. ყველაფერი არის აბსოლუტურად დღესავით ნათელი, 1000-მდე ადამიანი ძალადობდა, თუმცა 3 % არის დაკავებული - 30-მდე ადამიანი, ეს აჩვენებს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი“, - აღნიშნა პრემიერმა.